საერთაშორისო სამართალი ნათელია. უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით. ყირიმი უკრაინაა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ყირიმთან დაკავშირებულ მუქარას.
მისივე თქმით, რუსეთის ოფიციალური პირებისგან მსგავსი მუქარა ტრადიციული რუსული სტილია, რომელიც მიზნად მასობრივ მკლელობებს და შეშინებას ემსახურება.
"საერთაშორისო სამართალი ნათელია. უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით. ყირიმი უკრაინაა. აქედან გამომდინარე, მუქარა საპასუხო დარტყმებზე რუსეთის ოფიციალური პირებისგან მხოლოდ მასობრივი მკვლელობების განზრახვის დადასტურება და ტრადიციული რუსული სტილით შეშინების მცდელობაა. ყოველთვის დააიგნორე მედვედევი", - წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ კიევი ყირიმს დაარტყავს არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები და მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ არის განადგურდება.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press