ადამიანი აღარ არსებობს - არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ვერ ჭამს და ვეღარ მოძრაობს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საერთაშორისო გამოხმაურებები არ წყდება.
"საშინელი მდგომარეობაა - ჯანმრთელობაზე უკვე აღარ არის ლაპარაკი, ადამიანი უკვე აღარ არსებობს. არის ერთი ჯოხი - ჩხირი, რომელიც ვერაფერს ვერ ჭამს და ვეღარ მოძრაობს... ზუსტად იგივე საჭმელი მოვიტანე, რაც ყოველ დილით მომაქვს... ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, ევროკავშირმა მიიღო. საგანგებო სხდომა ჩატარდა. აპირებენ, რომ კიდევ მიიღონ რეზოლუცია. უკრაინის რადა იღებს რეზოლუციას. არის სამიტი, სადაც მუდმივად არის ჩემს შვილზე ლაპარაკი. უცხოური გაზეთი და ჟურნალი აღარ დარჩა, სადაც არ არის ინფორმაცია ჩემს შვილზე. მე არ ვიცი, მეტი რაღა უნდა იყოს. მე არ მეგულება მეორე ასეთი ადამიანი საქართველოში, რომელზედაც შეიძლებოდა ასეთი ხმაური ატეხილიყო", - განაცხადა ალასანიამ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press