კანადამ უკრაინას Leopard 2-ის პირველი ტანკი უკვე გაუგზავნა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა Twitter-ზე დაწერა.
ანანდის განცხადებით, კიევისთვის დაპირებული 4 ტანკიდან პირველი ჰალიფაქსის აეროპორტიდან გაიგზავნა.
"კანადა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ჩვენ გავაგრძელებთ მათი შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ", - წერს ანანდი სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ კანდამ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის მთავრობამ აღნიშნული ტექნიკის კიევისთვის გაგზავნაზე თანხმობა განაცხადა და მესამე ქვეყნებს, როგორც საბრძოლო ტანკების მწარმოებელმა, რეექსპორტის უფლება მისცა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press