საქართველოს მთავრობა, რომელიც ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ფაქტობრივად, ასრულებს იმ მუქარას, რომელიც პუტინმა ათიოდე წლის წინ გააჟღერა, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს "თუნდაც დაერღია სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლი", მას ციხეში არ უნდა აწამებდნენ და კლავდნენ.
"საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა მას შემდეგ, რაც პუტინმა 2007 წელს ახალ აგრესიულ პოლიტიკას ჩაუყარა საფუძველი. შემდეგ პუტინი სააკაშვილს დაემუქრა. ასე რომ, ახლა საქართველოს მთავრობა, რომელიც ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ფაქტობრივად, ასრულებს იმ მუქარას, რომელიც პუტინმა ათიოდე წლის წინ გააჟღერა. მე მიხეილ სააკაშვილის კრიტიკოსი ვიყავი თითქმის მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის მანძილზე, მაგრამ ახლა საკითხი სხვაგვარად დგას. თუნდაც მას დაერღვია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლი, ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, რომ ის ციხეში ვაწამოთ და მოვკლათ", - აღნიშნა მეოთხე პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილი მოწამლეს და მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ადეკვატური მკურნალობის მისაღებად, საჭიროა ექსპრეზიდენტის გათავისუფლება.
"რამდენიმე დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ, მათ შორის ამერიკელმა ექსპერტებმა, დაადგინეს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და მათი მოგვარება შეუძლებელია თუ ის პატიმრობაში დარჩება. გარდა ამისა, დადგინდა, რომ მას აქვს მძიმე მეტალები ორგანიზმში, რაც იმის დასტურია, რომ ის მოწამლეს. ყველაფერი ეს იმის მანიშნებელია, რომ სააკაშვილი ცუდად არის და საჭიროა მისი გათავისუფლება ადეკვატური მკურნალობისთვის. ჩვენ უნდა დავიცვათ სიცოცხლე მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს ადამიანი პოლიტიკურად თუ არა. გარდა ამისა, საქართველოს პირველი პრეზიდენტი გადატრიალების დროს მოკლეს, რომელშიც რუსები აქტიურად მონაწილეობდნენ. მეორე პრეზიდენტის მოკვლა ორჯერ სცადეს ადამიანებმა, რომლებიც ახლა რუსეთში ცხოვრობენ. ახლა კი, მესამე პრეზიდენტს, რომელიც მტკიცედ იდგა პუტინის წინააღმდეგ, ვაწამებთ, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press