უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის პოლიტიკოსებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ Telegram-ზე დაწერა.
არახამიას განცხადებით, ზელენსკიმ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა მოღალატეებს, რომლებიც იანუკოვიჩის რეჟიმის საყრდენს წარმოადგენდნენ.
„მომდევნო ნაბიჯი იქნება მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მათი მთელი ქონების, კორპორაციული უფლებებისა და სხვა აქტივების დაყადაღება და სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაცია“, - აცხადებს დავით არახამია.
იმ პირებს შორის, ვისაც მოქალაქეობა ჩამოერთვათ, არიან: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი ანდრეი კლიუევი, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ტაბაჩნიკი, შემოსავლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კლიმენკო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ვიტალი ზახარჩენკო, SBU-ს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე იაკიმენკო, ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ წევრი ვიქტორ ბარანსკი და სხვები.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press