ჩილეში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 979 დაშავდა, 1 100-ზე მეტი პირი კი, ამ დროისთვის თავშესაფარშია გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ჩილეს მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთში მდებარე სამ რეგიონში - არაუკანიაში, ბიობიოსა და ნუბლეში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
"ამინდმა ძალიან გაართულა (ხანძრის) ჩაქრობის პროცესი. საგანგებო მდგომარეობა უარესდება", - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, კაროლინა ტოჰამ ჟურნალისტებს.
ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანას დახმარება ესპანეთის, შეერთებული შტატების, არგენტინის, ეკვადორის, ბრაზილიისა და ვენესუელას მთავრობებმა შესთავაზეს.
ჩილეში ხანძრები რეკორდულად მაღალმა სიცხემ გამოიწვია - ჰაერის ტემპერატურა ამ დროისთვის 40 გრადუსს აღემატება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press