თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სირიაში 237 ადამიანი დაიღუპა.
როგორც სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.
სირიის საზღვართან ახლოს მომხდარმა მიწისძვრამ ალეპოს, ლატაკიას, ჰამასა და ტარტუსის პროვინციები დააზიანა.
შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
ამ დროისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press