ამ მძიმე დროს საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას.
ზურაბიშვილმა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მოუსამძიმრა და შემთხვევის ადგილზე მყოფებს გამძლეობა უსურვა.
"ვგლოვობთ კარამანმარასში [თურქეთში] მომხდარი სასიკვდილო მიწისძვრის დროს ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვას.
ამ მძიმე დროს საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ შემთხვევის ადგილზე მყოფებს",- წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის, დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press