თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ "ტელეგრამ-არხებზე" გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
შეგახსენებთ, მანამდე, ადგილობრივი დროით 04:17 საათზე, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 200-ს გადააჭარბა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიწისძვრას 912 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი სულ მცირე 5 383-ს შეადგენს. სირიის უახლესი შეფასებით, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია აწარმოებს, დაღუპულია 320 ადამიანი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press