Foto

ილია მეორე - მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ, გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო

მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს, - ასე მიუსამძიმრა საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ თურქეთის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო დაღუპულთა ოჯახებს და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

ილია მეორემ თურქეთს მშვიდობა, მხნეობა, დაშავებულთა გამოჯანმრთელება და ვითარების დროულად გამოსწორება უსურვა.

"მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას. ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.