საქართველოში არ დაბადებულა და არც მსოფლიოში იურისტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას დაასაბუთებს, რაც გამოაცხადა დღევანდელმა მოსამართლემ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის სამართალი არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მისივე თქმით, საქართველოს მართლმსაჯულება ვერ გამოვიდა პოლიტიკური ზეწოლები და ბუნებრივია მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება.
"შეიკრიბოს საქართველოში არსებული ყველა მოსამართლე და დაასაბუთონ ეს გადაწყვეტილება. საქართველოში არ დაბადებულა და არც მსოფლიოში იურისტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას დაასაბუთებს, რაც გამოაცხადა დღევანდელმა მოსამართლემ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის სამართალი არ არსებობს. სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხომ წარმოგიდგენიათ სხვა ადამიანების საქმეზე რა გადაწყვეტილებას იღებენ. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, რათა ეტაპები მალე იქნეს გავლილი, რომ მალე გადაიგზავნოს ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში. 2-3 დღეში გასაჩივრდება ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში. საქართველოს მართლმსაჯულება ვერ გამოვიდა პოლიტიკური ზეწოლები და ბუნებრივია მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც სამართალთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის ბრძოლა, რომელსაც არ უნდა დავნებდეთ და გავაგრძელოთ იქ, სადაც სამართალი არსებობს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press