"ნაციონალური მოძრაობა" აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აპირებს და კომუნიკაცია უკვე დაწყებულია, იმის თაობაზე, რომ გააძლიერონ წნეხი "ქართულ ოცნებაზე", რათა გადარჩეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.
" "ნაციონალური მოძრაობა" აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას, ჩვენ ვაპირებთ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს და ეს კონკრეტული კონუნიკაციის დამყარება დაწყებული გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი "რუსულ ოცნებაზე", სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის... ასევე დღეს როცა მოვრჩებით ბრიფინგს გვექნება აქტივობები, და ასეთი აქტივობები გვექნება ყოველდღიურად ყველგან მოგაკითხავთ ის ადამიანები ვისაც თქვენ ჩაგრავთ და უკლავთ ევროპულ მომავალს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press