თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც BBC აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ გოლბასის მახლობლად, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
საფრანგეთში მდებარე ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით კი, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 06:13 საათზე დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსრიდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველ მიწისძვრას ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press