მე რომ კაცმა მკითხოს - მუშაობა ეზარება ზოგ-ზოგიერთს და ამას ბოიკოტს ეძახის, - ასე ეხმაურება პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას.
როგორც ელისაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "ხელფასს იღებ, არ დადიხარ - გადასარევი სამსახურია პარლამენტი".
"ოპოზიციის ნაწილი კვლავ სეზონურ ბოიკოტშია. გაუგონარ და ჩემთვის აუხსნელ ძალისხმევას მიმართავენ ხოლმე. მე რომ კაცმა მკითხოს - მუშაობა ეზარება ზოგ-ზოგიერთს და ამას ბოიკოტს ეძახის. ხელფასს იღებ, არ დადიხარ - გადასარევი სამსახურია ამ მხრივ პარლამენტი და არქმევ ბოიკოტს - მიდი-მოვდივარ, იყავი სახლში, უყურე ტელევიზორს იქიდან", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ პარტია მანდატების დატოვების საკითხზე კონსულტაციების გამართვასაც გეგმავს. დღესვე, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი "სტრატეგია აღმაშენებელმაც" გამოუცხადა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press