გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები დაენანათ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება „ნაციონალური მოძრაობა“.
„გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, ასე იყო სიტყვა სიტყვით ნათქვამი, დღეს უკან დაიხიეს და დაენანათ როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები. საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია, მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ, არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში, აქედან გამომდინარე ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება ნაცმოძრაობა, ბოიკოტში, პარლამენტი თუ სად. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომლიც მიხედვიტაც გავაგრძელებთ საქმიანობას“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. პარტია სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან მანდატების დატოვებაზე საკითხზე კონსულტაციებს გეგმავს.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press