ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება, მაგრამ ქართველები გულხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
ექსპრეზიდენტი წერილში მადლობას უხდის ყველას, ვინც მის საქმეზე მუშაობდა და მიიჩნევს, რომ ბრძოლა არ დასრულებულა.
"მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს, მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ზურაბ ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს, ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისა და ადამიანურობისთვის.
ეს ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება. მაგრამ ქართველები გულხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press