ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს, ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გათავისუფლება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის "საუკეთესო გამოსავალი" იქნებოდა.
"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მისაღებად, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა - მისთვის, მისი ოჯახისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - წერს ლანდსბერგისი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press