თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, შესაძლოა, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდეს, მათ შორის 1,4 მილიონი ბავშვი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობითვე, მიწისძვრის შემდეგ ისინი თურქეთში და სირიაში სასწრაფო დახმარებას აგზავნიან.
"თურქეთს აქვს ძლიერი შესაძლებლობები, უპასუხოს კრიზისს, ვინაიდან სირია უკვე ებრძვის მრავალწლიან ჰუმანიტარულ კრიზისს სამოქალაქო ომისა და ქოლერის აფეთქების გამო. ეს კრიზისი ქვეყანაში უკვე არსებულ რამდენიმე კრიზისს დაემატა",- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ოფიცერმა, ადელჰაიდ მარშანგმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი.
გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press