ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სურვილია ჩვენ ვიყოთ ნიჰილიზმში და უიმედობაში, ჩამოვუშვათ ხელები და ვთქვათ, რომ მაინც არაფერი არ გვეშველება და არაფერი არ გამოვა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაასამაროს, რისი ნათელი დადასტურებაც, არის, რომ მსოფლიო ლიდერების განცხადებების ფონზე, პუტინის მთავარ მტერს და მებრძოლს კრემლის დავალებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
"ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სურვილია ჩვენ ვიყოთ ნიჰილიზმში და უიმედობაში, ჩამოვუშვათ ხელები და ვთქვათ, რომ მაინც არაფერი არ გვეშველება და არაფერი არ გამოვა, ამით ცხადია სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური რეჟიმი, რომელმაც გადაწყვიტა საქართველოს ევროპული მომავალი უბრალო დაასამაროს და ამის ნათელი დადასტურებაა, როცა მსოფლიო ლიდერების განცხადების ფონზე, ისინი პუტინის ფაქტობრივად მტერს და მასთან მებრძოლ მთავარსარდალს კრემლის დავალებით გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press