ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს და მივუსამძიმრე თურქეთში მიწისძვრის გამო მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მან თურქეთის პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილება აცნობა, რომლის თანახმადაც, უკრაინიდან თურქეთში მაშველთა ჯგუფი გაიგზავნა, რომლებიც დაზარალებულ რეგიონებში მალევე ჩავლენ, რათა დაეხმარონ შედეგების დაძლევაში.
"ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს და მივუსამძიმრე თურქეთში მიწისძვრის გამო მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. მე ვაცნობე მას გადაწყვეტილების შესახებ უკრაინიდან თურქეთში მაშველთა და აღჭურვილობის ჯგუფის გაგზავნის შესახებ, რათა დაეხმარონ შედეგების დაძლევაში. ისინი თურქეთის დაზარალებულ რეგიონებში მალე ჩავლენ", - წერს ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press