სამწუხაროა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. იმედი მაქვს, ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება აღნიშნული ისტორია, - ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი, იური კამელჩუკი, მოსამართლე, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარეობაშია და სწრაფად საჭიროებს სტაციონალურ მკურნალობას მესამე ქვეყანაში, სადაც ის შეძლებს, რომ იყოს დარწმუნებული, რომ დაუბრუნდება ნორმალური ჯანმრთელობა.
"სამწუხაროა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. იმედი მაქვს, ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება აღნიშნული ისტორია. იმედი გვაქვს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად კრიტიკულ მდგომარეობაშია და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში მას გადაიყვანენ სტაციონაულურ მკურნალობაში, მესამე ქვეყანაში, საავადმყოფოში, სადაც ის შეძლებს სრულად იყოს დარწმუნებული, რომ დაუბრუნდება ნორმალური ჯანმრთელობა. ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება საქართველოს დაბრუნება ნორმალური დემოკრატიული პროცესისკენ", - განაცხადა კამელჩუკმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press