კობა ნაყოფია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში თავად განაცხადა.
მისივე თქმით, ის არ იქნება იმ პოლიტიკურ საბჭოში, საიდანაც ენმ-ს დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, გიორგი პატარაია და სხვები გააგდეს.
"მინდა გითხრათ, რომ პოლიტსაბჭო, რომელიც არსებობდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", არჩეული იყო ბოლო ყრილობაზე, რომელსაც ესწრებოდა 10 ათასამდე ადამიანი და 10 ათასი ადამიანის მიერ არჩეული პოლიტსაბჭო 300-კაციანი ყრილობით ჩვეულებრივად გადაირჩიეს რაც მე ძალიან მაშფოთებს და მაწუხებს...
მერე რატომღაც მეც აღმოვჩნდი ამ პოლიტსაბჭოში პარლამენტის კვოტით. ამ კვოტით არ ვისარგებლებ და მე მაგ პოლიტსაბჭოში ნამდვილად არ შევალ. არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც გააგდეს გიორგი პატარაია, ენმ-ის დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური და ა.შ." - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press