გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 178 ერთეული Leopard 1-ის ტიპის ტანკის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. გერმანული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეკონომიკისა და თავდაცვის სამინისტროებმა გუშინ, 7 თებერვალს ბერლინში ერთობლივად განაცხადეს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კიევში მოულოდნელი ვიზიტის დროს თქვა, რომ ზაფხულისთვის უკრაინას 20-25, წლის ბოლომდე კი - 80-მდე ტანკი უნდა მიეწოდოს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ბერლინის მიზანია, 2024 წლის პირველი ან მეორე კვარტლის განმავლობაში 100-ზე მეტი ტანკის გადაცემა, რაც სულ მცირე, სამი უკრაინული ბატალიონის აღჭურვას ნიშნავს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press