უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს ეწვია. პრეზიდენტის თვითმფრინავი ლონდონის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
აეროპორტში უკრაინის სახელმწიფოს ლიდერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა.
"გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინას დაეხმარა. დღეს კი, ლონდონში ვარ, რათა პირადად გადავუხადო მადლობა ბრიტანელ ხალხს მხარდაჭერისთვის და პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს", - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ეს დიდ ბრიტანეთში ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მეორე ვიზიტია, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მანამდე პრეზიდენტი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press