დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, სწორედ ქართული ოცნებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება", ისევე, როგორც დავით აღმაშენებელი ისტორიაში შევა, როგორც საჭირო მომენტში პატრიოტული გულით და ცივი რაციონალური გონებით მიღებული გადაწყვეტილებებით.
"სწორი მიზნები ბევრ ქართველ მეფეს ჰქონდა და ბევრი მეფე ვერ შევიდა ისტორიაში ისე, როგორც შევიდა დავით აღმაშენებელი. თუკი დავით აღმაშენებელი რამით შევიდა ისტორიაში, იმიტომ შევიდა, რომ მას სწორ მიზნებთან ერთად მას ჰქონდა, მხურვალე ცეცხლით ანთებულ გულთან ერთად, ჰქონდა ცივი და რაციონალური გონი. სწორედ ამ ცივი და რაციონალური გონით და გადაწყვეტილებით, საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებებით, გადაწყვეტილებებისთვის ზუსტი მომენტის მოძებნით, ამით შევიდა დავით აღმაშენებელი ისტორიაში. დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, სწორედ ქართული ოცნებაა, რომელიც ცხელი პატრიოტული გულით და ცივი რაციონალური გონით იღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press