Foto

კობახიძე ოპოზიციაზე - იყო გარკვეული მცდელობა ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს

იყო გარკვეული მცდელობა ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტუაცია არ არის იდეალური, მაგრამ არის სიმშვიდე, რომლის შედეგიც ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. მან დასძინა, რომ როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალა არის ისეთი, როგორიც დღესდღეობითაა, პოლიტიკური სისტემა ბოლომდე ჯანსაღად ვერ შეფასდება.

მგონია, რომ დაძაბული საერთოდ არ არის სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. იყო გარკვეული მცდელობა ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს. ის რომ რომელიღაცა პოლიტიკოსის შვილების მისამართით იმუქრებიან, ეს არ არის დაძაბულობა. ეს მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე - არის ქვეყანაში პოლიტიკური ძალა და სამწუხაროდ, დღემდე, ეს არის მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც არაეთიკურად იქცევა, ცდილობს რადიკალიზმის გაღვივებას და ეს არის და ეს. 

მაგრამ ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათ რა თქმა უნდა არ ვაძლევთ რადიკალიზმის გაღვივების საშუალებას და ვითარების დაძაბვის საშუალებას. არაფერი დაძაბული არ არის სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანა ვითარდება სათანადოდ. ერთადერთი არის ქარშხალი ჭიქაში, რომელიც ძირითადად ტრიალებს ნაცმოძრაობის კუთვნილ ტელევიზიებში, მათ აქვთ სამი ტელევიზია და ცდილობენ ამ ქარიშხალის დატრიალებას. 

სინამდვილეში, ქვეყანაში არის სიმშვიდე, მშვიდობა და ამ ყველაფრის შედეგია, რა თქმა უნდა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მე გეთანხმებით იმაში, რომ რა თქმა უნდა იდეალური არ არის ვითარება, არის ისეთი მოცემულობა პოლიტიკურ სისტემაში რომელიც არ არის სასურველი ქვეყნის სტაბილური განვითარების მტკიცედ უზრუნველყოფისათვის. როდესაც ასეთი პოლიტიკური ძალა არის მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ბოლომდე ჯანსაღად ვერ შეფასდება, - განცხადა კობახიძემ.