"ბაზისბანკი" აქტიურად აგრძელებს სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის დაფინანსებით და „უმასპინძლე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში კიდევ ერთი ახალი, 30 ნომრიანი სასტუმრო Dadiani Inn გაიხსნა. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია ტერასა და საკონფერენციო დარბაზი.
პროექტის ჯამური ღირებულება 3.5 მილიონი ლარია, საიდანაც ბაზისბანკის მიერ 2.8 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა. კომპანიამ ასევე ისარგებლა სახელმწიფო პროექტის, „უმასპინძლე საქართველოში“ თანადაფინანსებით. სასტუმროში 20 ადგილობრივი თანამშრომელია დასაქმებული.
სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და პირველ სტუმრებს მიმდინარე წლის თებერვალში უმასპინძლა. Hotel Dadiani Inn კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. Hotel Dadiani Inn ზუგდიდის ისტორიულ უბანში მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.
„მინდა მადლობა გადავუხადო "ბაზისბანკის" გუნდს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერისა და აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ვისურვებდი, კიდევ ბევრი მსგავსი პროექტი განხორციელდეს ჩვენს რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.“ - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა გიორგი ქადარიამ.
„ბაზისბანკს", როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გვეამაყება, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ“, - აღნიშნა "ბაზისბანკის" კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press