ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მიაწოდონ. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, მეცოლამ აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს ისაუბრა.
მეცოლას თქმით, სწორედ ეს უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი ომში ჩართული ქვეყნის დასახმარებლად.
"ჩვენ ვიცით ის მსხვერპლი, რაც ევროპისთვის გაიღეთ და ეს უნდა დავაფასოთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც, მათ შორის იმ პოლიტიკური ნებით, რომელიც მარტივ ვაჭრობასა და გაწევრიანების უსწრაფეს პროცესს გულისხმობს.
ჩვენ უკრაინას ვაძლევთ აღჭურვილობას და შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავებისა და შორი დისტანციის რაკეტების მიწოდების განხილვა. ჩვენი პასუხი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და საფრთხე ძალიან მაღალია", - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press