Foto

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოლონა სირიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩავიდა

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოლონა სირიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ექვსი სატვირთო მანქანა, რომლებსაც ჰიგიენის ნაკრები და სხვა ჰუმანიტარული ნივთები გადაჰქონდა, ოპოზიციის მიერ კონტროლირებად იდლიბში მივიდა.

ადგილობრივი მაშველები აცხადებენ, რომ მიწისძვრას სულ მცირე 1,900 ადამიანი ემსხვერპლა, მოქალაქეების ნაწილი კი კვლავ ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი, ადგილზე სამაშველო მოქმედებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.