Foto

პუტინი - რუსეთში არაფერს არ განუცდია მარცხი და არაფერი არ იშლება

რუსეთში არაფერს არ განუცდია მარცხი და არაფერი არ იშლება. ჩვენი კომპანიები და მეწარმეები ძალიან წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, მწარმოებელი კომპანიების მიერ რუსეთის დატოვების მიზეზი, მათივე სახელმწიფოების მხრიდან მათზე ზეწოლა გახდა.

მან დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან შიდა ბიზნესის გაფართოების პერსპექტივა არსებობს და ფაქტი, რომ უცხოურმა კომპანიებმა რუსეთი დატოვეს რუსეთი ამით ზარალს არ განიცდის.

“დღეს მათი [დასავლური კომპანიების] დიდი ნაწილი, საკუთარი ხელისუფლებებისგან წნეხის ქვეშ არიან, ტოვებენ ჩვენს ბაზარს. ყველაფერი საუკეთესო მათ... რუსეთში არაფერი ჩამონგრეულა და არაფერი იშლება. ჩვენი კომპანიები და მწარმოებლები იღებენ ამ წარმოებას და მთლიან სექტორებსაც კი და აგრძელებენ ამ საქმეს ძალიან წარმატებულად“ - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში სრულმაშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლეთის მხრიდან რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო უამრავმა კომპანიამ რუსეთი დატოვა.