Foto

ზელენსკი - გერმანიის კანცლერის დარწმუნება მიწევს, რომ უკრაინისთვის დახმარება, ევროპის დახმარებას ნიშნავს

გერმანიის კანცლერის დარწმუნება მიწევს, რომ უკრაინისთვის დახმარება, ევროპის დახმარებას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მოლაპარაკებები გერმანიასთან ტანკების მიწოდების საკითხზე რთულ ფაზაშია. 

„მისი [ოლაფ შოლცის] დარწმუნება მიწევს, რომ დაეხმაროს უკრაინას. მუდმივად მიწევს იმის დამტკიცება, რომ ეს დახმარება ჩვენთვის კი არ არის, არამედ ევროპისთვისაა", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია არის ის ევროკავშირის ქვეყანა, რომელიც უკრაინაში ყველაზე მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფს და ასევე ყველაზე კონკრეტულ მხარდაჭერას, როდესაც საქმე იარაღის მიწოდებას ეხება.