მივმართავ ირაკლი კობახიძეს - რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას.
როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "პუტინის მსახური, ლაქია" ირაკლი კობახიძე რუსი პროპაგანდისტების - სიმონიანისა და სალავიოვის გვერდით ყოფნასა და "როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში", დასანქცირებას იმსახურებს.
"რა უნდა მოხდეს, რომ საქართველო გაერთიანდეს? - პასუხი ცალსახა და მარტივია - რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში და რუსეთი მარცხდება უკრაინაში. ამით ჩვენ გვიჩნდება შანსი, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ თუ რუსეთი უკრაინაში ამყარებს მშვიდობას ისეთივეს, როგორიც იყო ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში, მაშინ საქართველო არათუ გაერთიანდება, არამედ დაისმევა შეკითხვა - არსებობს კი საქართველო? მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში, მარცხდება იმიტომ, რომ ბოროტს აუცილებლად სძლევს კეთილი; მარცხდება იმიტომ, რომ რუსეთის ეკონიმიკა არის ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკის 2% და მას უპირისპირდება სრულიად ცივილიზებული სამყარო; მარცხდება იმიტომ, რომ განვითარებული სამყაროსთვის რუსეთის დამარცხება ისეთივე მნიშვნელოვანი და ყოფნა-არყოფნის საკითხია, როგორც უკრაინისთვის; მარცხდება გმირი უკრაინელი ხალხისა და მათ შორის გმირი ქართველი მებრძოლების თავგანწირვით...
უკირაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო თავად არ აირჩევს რუსეთის მხარეს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტი გულშემატკივრობს უკრაინას, თუმცა "რუსული ოცნება" არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ამიტომ, მივმართავ ირაკლი კობახიძეს - რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება. მას შეუძლია უარი თქვას ქართველობაზე და არ გულშემატკივრობდეს უკრაინას, მაგრამ მან უნდა იცოდეს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მიისწრაფვის სიკეთის გამარჯვებისა და მისი ქვეყნის გაერთიანებისკენ... საბოლოო ჯამში, პუტინის ლაქია კობახიძე იმსახურებს, რომ იყოს მარგარიტა სიმონიანისა და სალავიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს დასასანქირებელთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, 9 თებერვალს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უპირატესობა რუსეთს აქვს.
„ბოლო ერთი კვირა, ორი კვირა რომ ავიღოთ, არც ერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამშიც, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი, დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ხერსონის 80%,, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა", - თქვა კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press