ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებით ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას, რომ მარცხისთვის განწირული რუსეთის უძლეველობის მითი დაამკვიდროს, - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ბოლო კვირებში უკრაინას დასახლება არ აუღია და ამ ეტაპზე უპირატესობა რუსეთს აქვს".
ვაშაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ, რათა გამოჩნდეს, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგას.
"ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებით ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას, რომ დაამკვიდროს მარცხისთვის განწირული რუსეთის უძლეველობის მითი და იკადროს ისეთი რამ, რასაც რუსი პროპაგანდისტებიც არ ამბობენ - თითქოს, რუსეთს აქვს დიდი წარმატება ამ ომში. რატომ საუბრობს ამას ირაკლი კობახიძე? საკუთარ ბედს "ქართული ოცნება" უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას. ისინი არიან შეთქმულების მონაწილენი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ, 24 თებერვალს, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ რაც შეიძლება ბევრი და ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხის გზა არ არის ლაჩრობის, სიმხდალის, ღალატის გზა. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მე მას ვუწინასწარმეტყველებ, რომ თავის თანაგუნდელებთან ერთად, იანუკოვიჩის გვერდით განლაგებულს ვნახავთ, რუსეთის ფედერაციაში. მოუწევთ იქით გაქცევა, რადგან ეს ღალატი, როგორც კი რუსეთი დამარცხდება, არ შერჩებათ არც ერთ შემთხვევაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაწყებიდან ერთი წლისთავზე, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press