Foto

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში, ქალაქ ისქენდერუნში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

ამ დროისთვის თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ოთხი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21 000-ს გადააჭარბა.