საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს, თამარ გვარამაძეს "ვივამედში" სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნის თხოვნით მიმართავს.
ექსპრეზიდენტი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და იმედოვნებს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების კლინიკაში მისვლას "პოლიტიკური ზეწოლა" ხელს ვერ შეუშლის.
"მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა, არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის. იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press