მე ვხედავ, რომ პრეზიდენტის განცხადებებში "ნაცმოძრაობის" პროპაგანდა იკვეთება, ვინაიდან რეალობას არ შეესაბამება, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი რუსეთ-უკრაინის ომზე მმართველი პოლიტიკური გუნდის გზავნილებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის მთავარსარდლის განცხადება შეუსაბამო და მავნებლურია.
"არაადეკვატური განცხადებაა, შეუსაბამო განცხადებაა, ვითარებასთან შეუსაბამო განცხადებაა, მავნებლური განცხადებაა, რასაც პრეზიდენტი ამბობს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით და ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ზოგადად... ალბათ, სჭირდება თავისი პოლიტიკური რენომესთვის. ალბათ, მომავალში რაღაც პოლიტიკური გეგმები აქვს, მიზნები აქვს, თავისი ცხოვრების გზას სხვაგვარად უყურებს", - ამბობს ვოლსკი.
შეგახსენებთ, გუშინ, 9 თებერვალს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტიის გზავნილების "არც გაგება და არც გააზრება" შეუძლია. ზურაბიშვილის განცხადებით, "ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას".
მანამდე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უპირატესობა რუსეთს აქვს.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press