ნატალია გავრილიცამ მოლდოვას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ნატალია გავრილიცას თქმით, მისი მთავრობა ხელისუფლებაში 18 თვიანი ყოფის შემდეგ გადადგა, რისი უმთავრესი მიზეზიც, ეკონომიკური არეულობა გახდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმართული ომით იყო გამოწვეული.
გავრილიცას პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანამ, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად, ელექტროენერგიის გათიშვა განიცადა, გარდა ამისა გავრილიცას ჰქონდა მცდელობა ქვეყნისთვის რუსეთის გაზზე დამოკიდებულება მოეხსნა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომით მთავრობის კაბინეტიც გადადგება, აქედან გამომდინარე, მოლდოვის პრეზიდენტმა და გავრილიცას თანაპარტიელმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ის საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციებს გაივლის, რის შემდეგაც პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაასახელებს.
"მე მჯერა მოლდოველი ხალხის. მე მჯერა მოლდოვის", - განაცხადა გავრილიცამ ბრიფინგზე.
ნატალი გავრილიცამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის აგვისტოში მას შემდეგ დაიკავა, რაც მისმა პროევროპულმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება შეძლო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press