ეს რაკეტები ნატოს და კოლექტიური უსაფრთხოების გამოწვევაა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, რუსი დამპყრობლების დღევანდელ თავდასხმას.
მისი თქმით, მტერმა სულ მცირე 70 რაკეტა ისროლა, საიდანაც 60 ჩამოგდებულია.
"დღეს დილით მოწინააღმდეგემ სულ მცირე 70 რაკეტა გაუშვა მორიგი მასიური შეტევისას. ჩამოაგდეს სულ მცირე 60 რაკეტა. მათი ყველა სამიზნე იყო მშვიდობიანი მოსახლეობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ოჯახებს!
რამდენიმე რუსულმა რაკეტამ მოლდოვასა და რუმინეთის საჰაერო სივრცეც გადაკვეთა. ეს რაკეტები ნატოს და კოლექტიური უსაფრთხოების გამოწვევაა. ეს არის ტერორი, რომელიც უნდა შეჩერდეს. მსოფლიომ ეს უნდა შეაჩეროს.
მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ეს ესმის. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს, ყველა ჩვენს საზენიტო მებრძოლს, ყველას, ვინც იცავს უკრაინას და ჩვენს ხალხს. დიდება უკრაინას!",- განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით ირანული კამიკაძე დრონები გაუშვეს. უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press