მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანის კანდიდატურა წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ორი კვირის განმავლობაში დორინ რეჩანმა პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს.
დორინ რეჩანს აქამდე მოლდოვის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა, 2012-2015 წლებში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, დღეს, 10 თებერვალს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობიდან გადადგა, რასაც მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოჰყვა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press