35-მა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გერმანიამ და ავსტრალიამ, 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ამოღებას მოითხოვა, - ამის შესახებ ლიტვის სპორტის მინისტრმა, იურგიტა შიუგჟდინენემ განაცხადა. იუწყება Reuters.
სამიტს ასევე ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც აგრეთვე რუსი სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებზე არ დაშვება მოითხოვა.
ზელენსკის თქმით, სანამ რუსეთი კლავს და ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას, ასეთი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ადგილი არ უნდა ჰქონდეთ სპორტულ და ოლიმპიურ შეჯიბრებებში.
"სანამ რუსეთი კლავს და ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას, ასეთი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ადგილი არ აქვთ სპორტულ და ოლიმპიურ შეჯიბრებებში, და ეს მოსაზრება არ შეიძლება ვინმემ უგულებელჰყოს და მოხდეს რუსეთის სახელმწიფოს ოლიმპიურ თამაშებზე დაშვება, თუნდაც ნეიტრალური სტატუსით და თეთრი დროშებით, რადგან რუსეთი ახლა ისეთია, რომ თეთრი დროშებიც კი წითელი სისხლის ფერებით შეიღებება", - განაცხადა ზელენსკიმ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press