თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 192-ს მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, თურქეთში მიწისძვრას 24 617 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავულია 80 ათასი მოქალაქე.
რაც შეეხება სირიას, ე.წ. თეთრი ჩაფხუტების სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფი ავრცელებს ინფორმაციას რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 3 575-ია, მათგან 2 167 მოქალაქე სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა.
ქვეყნის სახელმწიფო მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1 408 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.
შეგახსენებთ, დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press