თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქ. გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ. გარდაცვალების შესახებ.
დადასტურებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დადასტურებულმა მსხვერპლთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. დეპარტამენტის ცნობით, 80 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ეს მაჩვენებლები, ექსპერტების აზრით, გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.
მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
სტიქიური მოვლენის შემდეგ, თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press