თურქეთში, გაზიანთეპში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კომპლექსის Ayşe-Mehmet Polat-ის დეველოპერი სტამბოლში დააკავეს.
მიღებული ინფორმაციით, ქვეყნის უმსხვილესი დეველოპერის აკაის დაკავების ორდერი გაზიანთეპის პროკურატურამ გასცა. სტამბულის პოლიციის დეპარტამენტის წევრებმა აკაი ათაშეჰირის რაიონში დააკავეს. ეჭვმიტანილი გაზიანთეპში გადაიგზავნება, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
საერთო ჯამში, თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა დიდი ნაწილი კონტრაქტორია.
ადგილობრივი პრესის ცნობით, ამავე ბრალდებით, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მეტ ადამიანს დააკავებენ. დიარბაქირის პროკურატურის თქმით, მხოლოდ ამ რეგიონში დღეს 29 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა. ადანას პროვინციაში კი, 62 ადამიანის დაკავების ორდერი გამოწერეს.
ამასთან, თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ დაზარალებული პროვინციების პროკურატურებს სპეციალური "მიწისძვრასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების ოფისების" შექმნა დაავალა.
7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 000-მდე შენობა დაინგრა, მათ შორის, რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press