Foto

თურქეთში საქართველოს ელჩი - შეძლებისდაგვარად, მიწისძვრის ზონიდან ჩვენს თანამემამულეებს გამოვიყვანთ

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, მიწისძრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდება. ამის შესახებ ელჩმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

ჯანჯღავას თქმით, სტიქიის ეპიცენტრისკენ უკვე მიემგზავრებიან.

"უკვე ადანაში ვართ. მივემგზავრებით სტიქიის ეპიცენტრისკენ. მოვინახულებთ ქართველ მაშველებს, დავარიგებთ დახმარებას და შეძლებისდაგვარად, მიწისძვრის ზონიდან გამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს", - წერს გიორგი ჯანჯღავა "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გადააჭარბა. მსხვერპლთა შორის საქართველოს 5 მოქალაქეა.

დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.