სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აქვს. ფაქტობრივად, კუნთები აღარ აქვს ადამიანს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტს ტემპერატურა ისევ აქვს.
"ოქტომბრის შემდეგ, ბევრად უარესად გახდა იმიტომ, რომ ბევრად პროგრესირებადია ეს ყველაფერი, ეს დიაგნოზები, რომლებიც იყო ჩამოთვლილი და ძალიან ბევრია დიაგნოზი და რაც მთავარია, ინტოქსიკაცია - ეს პროგრესირებს. პირწმინდად გაათენა მედპერსონალმა და თვითონ, რა თქმა უნდა, პაციენტმა. სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აქვს. ფაქტობრივად, კუნთები აღარ აქვს ადამიანს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს. ტემპერატურაც აქვს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ააშენა თანამედროვე სახელმწიფო და რომელსაც აღფრთოვანებით შეჰყურებდა ძალიან ბევრი სახელმწიფო, ბევრმა გადაიღო ის, რაც ჩვენთან ხდებოდა. ასე რომ, არ არის გასაკვირი ასეთი ყურადღება. ფაქტობრივად, ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც პატიოსანი არჩევნებით აირჩა", - განაცხადა ალასანიამ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press