საქართველო აგრძელებს სააკაშვილის მკვლელობას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კლინიკა "ვივამედიდან" CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს.
პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ "ეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს აფერხებს".
"საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. ეს უდაოდ აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპეტივებს. ასეთი მიმზიდველია რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი? ასეთი მნიშვნელოვანია "სასიკვდილო საჩუქრის" მიცემა პუტინისთვის, რომელიც მაინც წააგებს? ან ქვეყანას ჰქონდეს ისეთი რეპუტაცია, რომელმაც პრეზიდენტი აწამა?", - წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, გუშინ, 11 თებერვალს CNN-მა მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. კადრებში, რომელიც CNN-ს ექსპრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა და რომელიც 2022 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება, მესამე პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდი ჩანს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press