საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, 12 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ და ასევე მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.
"საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა სტიქიის ზონაში მუშაობენ.
საქართველოს საელჩო, გაზიანთეფში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის პირველივე წუთებიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა. ათობით მოქალაქე სტიქიის ზონიდან გადაყვანილია თურქეთის სხვა რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე ზოგიერთი მათგანი უკვე დაბრუნდა საქართველოში", - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press