უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ 200 პირს პერსონალურ სანქციებს უწესებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
სანქცირებულთა სიაში რუსეთის 199 და უკრაინის ერთი მოქალაქე მოხვდა. ახალი განკარგულების თანახმად, სანქცირდება უკრაინელი ანდრეი ჩერნიჩუკი, რომელიც რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის „გენერალურ დირექტორად“ დანიშნეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დასანქცირების პროცესის ეფექტურად განხორციელება მინისტრთა კაბინეტმა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურსა და ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა უზრუნველყოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press