თბილისში, ეროვნულ გალერეასთან სახელწოდებით - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მხატვარ სანდრო სულაბერიძეს მხარდაჭერას უცხადებენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ასევე კვალიფიკაციის შეცვლას სთხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და აცხადებენ, რომ საქმის აღძვრა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ცენზურის მცდელობას წარმოადგენს.
"მე არ მგონია, რომ ჩვენ წულუკიანი ამ ხერხებით შევაკავოთ, თუმცა ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შემდეგმა ხელოვანმა ან ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც მოუნდება პროტესტის გამოხატვა, იცოდეს, რომ იქნება დაცული და საზოგადოება მის გვერდზე იდგება. ეს იყო წულუკიანის მხრიდან დაშინების მცდელობა და ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, რადგან პირიქით, საზოგადოების ძალიან დიდი კონსოლიდაცია მოხდა. წულუკიანს არაფერი არ უშველის, გარდა გაგდებისა", - უთხრა "ტვ პირველს" აქციაზე მისულმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ.
ცნობისთვის, 4 თებერვალს, გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ დაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press