საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, ეროვნულ გალერეასთან გამართულ აქციას ეხმაურება.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ის, რაც მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით ხდება, "თანამედროვე საქართველოს ნამდვილად არცხვენს".
"20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში - მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს????
ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!" - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვეერდზე.
ცნობისთვის, თბილისში, ეროვნულ გალერეასთან სახელწოდებით - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მხატვარ სანდრო სულაბერიძეს მხარდაჭერას უცხადებენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებენ.
4 თებერვალს, გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ დაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press